Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მრავალეროვანი საქართველო“: ძირითადი დარღვევები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო

20 ოქტომბერი, 2017 14:28

მედიაცენტრში ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ირმა ბასილაშვილმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.  „მრავალეროვანი საქართველო“ ძირითადად აკვირდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს. ორგანიზაციამ ჩაატარა წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი, სადაც, მათი თქმით, ძირითადად დარღვევები გამოიხატებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში.

„მრავალეროვანი საქართველო“ ძირითადად აკვირდება ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებს. ეს არის ის რეგიონები, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული ეთნიკური უმცირესობები. ჩვენ ვაკვირდებოდით 19 ოლქს, ჩავატარეთ წინასაარჩევნო მონიტორინგი ყველა ოლქში, მაგრამ ძირითადად დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. კონკრეტულად  დმანისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში.  წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვთქვათ,  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები“, - განაცხადა ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ირმა ბასილაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^