Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ C ჰეპატიტის პროგრამაში მუდმივი ბინადრობის მქონე პირებიც უნდა ჩაერთონ

20 ოქტომბერი, 2017 14:22

2017 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქალაქეობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ მიმართა.

„საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელს აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა, თუმცა, იგი ვერ სარგებლობს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით, ვინაიდან არ არის საქართველოს მოქალაქე.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სოციალური ბენეფიტების მიღების მიზნებისთვის, საქართველოს მოქალაქეები და ბინადრობის მუდმივი მოწმობის მქონე პირები არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, ვინაიდან ბინადრობის ნებართვის მქონე პირი მოქალაქეთა თანასწორად იხდის კანონით დადგენილ გადასახადებს და თავისი წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობაში, შესაბამისად, სახელმწიფო მათ დროებითი ვიზიტორების მსგავსად არ უნდა მოეპყრას.

სახალხო დამცველმა სამინიტროს მოუწოდა - გონივრულ ვადაში უზრუნველყოს განმცხადებლის მიერ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, ასევე, საქართველოს მთავრობას მიმართა, აღნიშნულ პროგრამაში განხორციელდეს ცვლილებები იმგვარად, რომ არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები, საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად, ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის და მომავალში, სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპის დაცვით", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^