Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული მარში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

20 ოქტომბერი, 2017 15:07

„ქართულმა მარშმა“ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, არჩევნების შედეგი წინსაწარ არის განსაზღვრული და მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

„ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ყველა რაიონსა და ქალაქში გაიმარჯვებს მმართველი გუნდი. გაიმარჯვებს იმ საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო პირობების გათვალისწინებით, რაც არის დღეს. დღევანდელ პირობებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება არის გამორიცხული როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არის აბსურდი, რომ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. აბსურდი არის მოსახლეობისთვისაც.“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მისი აზრით, ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ, არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე ნაკლები მივა, რაც იმის მაჩვენებელი იქნება, რომ დამტკიცებული ადგილობრივი თვითმმართველობა არის დაბალი ლეგიტიმაციის. „ეს იქნება გზავნილი იქნება მსოფლიოსათვისაც, რომ ეს საკრებულოები, მერები, გამგებლები არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას.“ - დასძენს ბრეგაძე.

„ქართულმა მარშმა“ განაცხადა, რომ მათი ბოიკოტი უფრო მეტად შეუშლის ხელს ხელისუფლებას, ვიდრე სხვა ოპოზიციური ძალების არჩევნებში მონაწილეობა. სანდრო ბრეგაძის თქმით, ისინი მოუწოდებდნენ სხვადასხვა პარტიას, გამოეცხადებინათ ბოიკოტი. განსაკუთრებით მათ, ვისაც ხმების მხოლოდ დაბალი პროცენტი შეხვდებათ. თუმცა, ამ პარტიებმა ეს არ გაითვალისწინეს. „როდესაც იცი ოპოზიციამ, რომ შენ შანსი არ გაქვს, რატომ მიდიხარ არჩევნებში? იმიტომ, რომ სხვა რაღაც გაინტერესებს. ბოკერიას პარტია მმართველი გუნდის ხელდასხმით არის შექმნილი და ხოშტარია „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^