Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიორკი მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში სვანეთს, ზემო აჭარას, გურიასა და კახეთს ესტუმრება

20 ოქტომბერი, 2017 15:04

„ბიორკი თავად არის დაინტერესებული ქართული მუსიკით და მიემგზავრება საქართველოს  მუსიკალურ ექსპედიციაში“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე SOU ფესტივალის დამფუძნებელმა სანდრო ლომინაშვილმა.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, საქართველოს რომელ მხარეებს ესტუმრება ბიორკი მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში, სანდრო ლომინაშვილმა უპასუხა, რომ ისლანდიელი მუსიკოსი  სვანეთს, ზემო აჭარას, გურიასა და კახეთს ესტუმრება.

„მოლაპარაკების რეჟიმში შევთავაზე ბიორკს, ხომ არ დააინტერესებდა ქართული მუსკის გაცნობა, აღმოჩნდა, რომ თურმე მას პირიქით ჰქონდა ასეთი თხოვნა ჩვენთან. ეს სქემა შევთავაზეთ, რათა მისთვის გვეჩვენებინა ქართული მუსიკის მრავალფეროვნება“, - განაცხადა სანდრო ლომინაშვილმა

ორგანიზატორების განცხადებით, ბიორკი სიმღერებს ძირითადად თავისი ბოლო, მე-9 ალბომიდან, Vulnicura-დან შეასრულებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით.

„კონცერტები მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც, მისი მუსიკალური წარსულიდან“, - აცხადებენ ორგანიზატორები 

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ბიორკი დაანონსებული ალბომიდანაც შეასრლებს კომპოზიციებს.

Vulnicura თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს ბიორკის ყველაზე „პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. 

კონცერტების მასპინძელია მუსიკალური პლატფორმა SOU.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^