Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკის დაფინანსებით “ჯი-თიჯგუფმა“ თბილისში ფორდის სატვირთო ავტომობილების, FORD Cargo Service Center - ი ცენტრი გაიხსნა

20 ოქტომბერი, 2017 15:12

ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ცენტრი ბანკმა 4 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსით დააფინანსა. პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის პროგრამის (DCFTA) ფარგლებში.

დაფინანსების შედეგად “ჯი-თი გრუპის“ მიერ თბილისში აშენდა  ფორდის სატვირთო ავტომობილების სრულიად ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავტომობილო ცენტრი. „ჯითი გრუპი“ საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს შემდეგ ბიზნეს მიმართულებებს: სატვირთო, მუნიციპალური, სპეციალური, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაცია და სერვისი, სათადარიგო ნაწილების, საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთების რეალიზაცია.„ჯითი გრუპი“ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელია, საავტომობილო და მძიმე ტექნიკის ისეთი ბრენდების როგორიც არის: Ford Trucks, New Holland, IVECO,  ISUZU, KUHN, Castrol და სხვა საერთაშორისო ბრენდები.

“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების დაფინანსება. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას სწორედ დაფინანსების კუთხით, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია,  როდესაც ბიზნესს წვდომა აქვს დაფინანსებაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს მას კიდევ უფრო გაფართოვდეს, შექმნას მეტი პროდუქტი და გაზარდოს სამუშაო ადგილები, ყოველივე ეს კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამის ნათელი მაგალითია “ჯი-თი ჯგუფის“ მიერ აშენებული სრულიად ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი FORD Cargo Service Center, მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, კორპორატიული მიმართულებით, ვასილ ხოდელმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^