Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მედიაცენტრში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს

20 ოქტომბერი, 2017 15:55

თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა „სამართლიანმა არჩევნებმა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ “ მედიაცენტრში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და წინასაარჩევნო  გარემო შეაფასეს.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის, მიხეილ ბენიძის თქმით,  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასააარჩევნო პერიოდი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.  თუმცა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის 40 შემთხვევა გამოიკვეთა.  განსაკუთრებულად აქტიური წინასაარჩევნო კამპანია იყო თბილისში, სადაც მერობის კანდიდატების ძირითადი ნაწილი ცნობილი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იყო.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით აშკარად დომინანტურ მდგომარეობაში იყო მმართველი პარტია, რაც გამოიკვეთა კამპანიის განმავლობაში შეწირულობებითა და წინასაარჩევნო ხარჯვის მხრივ არსებულ დისბალანსშიც. ძალადობრივ ინციდენტებს მასიური სახე არ ჰქონია, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად  იმატა ზეწოლა-მუქარის ფაქტებმა, ასევე გამოვლინდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია“,-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მიხეილ ბენიძის თქმით,  წინასაარჩევნო პერიოდში არ ყოფილა ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების მასშტაბური შემთხვევები, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს 19 ოქტომბრის ღამით სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტი, სადაც მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს დაესხნენ თავს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა საუბნო და საოლქო კომისიების დაკომპლექტებაზე ისაუბრა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, როგორც შარშან, ისე წელსაც გამოიკვეთა შემთხვევები, როცა კომისიის წევრები არიან პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული ადამიანები.

„წელსაც დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ერთსა და იმავე ოლქში ოჯახის წევრები თუ ნათესავები, ერთი მხრივ, არიან კანდიდატები და მეორე მხრივ - კომისიის წევრები, რაც, რა თქმა უნდა, მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

წინასაარჩევნო მედიაგარემო შეაფასა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს  აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა. მისი თქმით, საერთო ჯამში მედიაგარემო დადებითად ფასდება.

ეკა გიგაურის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო მუშაობისთვის ხელის შეშლა არ აღინიშნებოდა, მაგრამ მმართველი პარტია გამოირჩეოდა აგრესიით, როცა ორგანიზაციები აქვეყნებდნენ მონიტორინგის ანგარიშებს.

„სადამკვირვებლო მუშაობისთვის ხელის შეშლას წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი არ ჰქონია, თუმცა ეს პერიოდი გამოირჩეოდა მმართველი პარტიის მხრიდან განსაკუთრებით აგრესიით, როცა ჩვენ ვაქვეყნებდით კონკრეტულ ანგარიშებს. აქ საუბარი არ იყო რაღაც კონკრეტულ შეცდომაზე, საუბარი იყო უბრალოდ რეპუტაცაზე და იმაზე,  თითქოს სადამკვირვებლო ორგანიზაციები არაკომპეტენტურები არიან ან არ საუბრობენ ფაქტებით“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^