Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 38 კანდიდატიდან 34 უვადო მოსამართლედ გაამწესა

20 ოქტომბერი, 2017 17:54

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ 38 კანდიდატიდან 34 გაამწესა. დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა  კი კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვეს. 

უვადოდ არჩეულ მოსამართლეებს შორის არიან: თამარ ალანია(თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმთა პალატა), მერაბ გაბინაშვილი(თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე),  ვასილ მშვენიერაძე(თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და დიმიტრი გვრიტიშვილი(ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე).

რაც შეეხება 4 კანდიდატს, ესენი არიან: ელისო ტუკვაძე(თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია), გაბრიჩიძე ეკატერინე(თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია), აბშილავა ირაკლი(ზუგდიდის რაიონული სასამართლო), როინ კახიძე(ცაგერის რაიონული სასამართლო).

კენჭისყრის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა. მასში მონაწილეობა არ მიუღიათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძე და საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ვახტანგ მჭედლიშვილს. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა საბჭოს კიდევ ერთი წევრი ლევან თევზაძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მივლინებაში იმყოფება.

თამარ ალანია მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა

ნაზი ჯანეზაშვილი ვარაუდობს, რომ კანდიდატების შეფასების კონფიდენციალურმა ინფორმაციამ გაჟონა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

პატრიარქი რომ შოკირებული იქნებოდა, გიკვი ...

„მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტით ჩვენ ვიყავით შოკირებული და პატრიარქი რომ შოკირებული იქნებოდა, გიკვი ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხ ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორისთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.& ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ლევან გოგიჩაიშვილი: ვფიქრობ, ანომალიაა, ...

„ვფიქრობ, ანომალიაა, როცა დედაქალაქი არ არის საპარლამენტო ადგილი“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დ ...
^