Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხოშტარია: ჩვენს ახლად შექმნილ პარტიას აქვს ასეთი დიდი მხარდაჭერა და დღეს ესაა მთავარი

21 ოქტომბერი, 2017 21:09

„უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, მაგრამ პირველადი მონაცემებით, მთავარი არის ის, რომ ჩვენმა ახლად შექმნილ პარტიას აქვს ამომრჩევლის ასეთი დიდი მხარდაჭერა და ძალიან დიდი მადლობა მათ“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ თბილისის ხელისუფლებაში დარჩენა ერთ-ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია.თუმცა ის მთავარ პასუხისმგებლობას ოპოზიციურ პარტიებს აკისრებს, რათა ბევრი ადამიანი დაარწმუნონ იმაში, რომ ქალაქის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. 

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისთვის და მისი გუნდისთვის მთავარი ამომრჩეველთა ნდობის მოპოვებაა და ხვალიდან სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებენ. ხოშტარია ამბობს, რომ ის გაჩერებას არ აპირებს და ყველა თბილისელს გვერდით დაუდგება. თუმცა მისთვის მთავარი და საბოლოო ამოცანა თბილისის ხელისუფლების შეცვლა იქნება.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^