Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TDI-ის დამკვირვებელი: კომისიის წევრებმა უბანი შიგნიდან ჩაკეტეს და დამკვირვებლებს არ უშვებენ

21 ოქტომბერი, 2017 21:35

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI)  დამკვირვებლის შოთა თუთბერიძის ცნობით, მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა შენობა შიგნიდან ჩაიკეტეს და დამკვირვებლებს არ უშვებენ. 

„არც ერთს არ გვიშვებენ, გამოძახებულია პოლიცია და ველოდებით. ასევე უბანზე იმყოფება 3 პირი, რომელთაც საიდენტიფიკაციო „ბეჯი“ არ აქვთ, უცნობები არიან, რაც ასევე მძიმე დარღვევაა“, - ამბობს შოთა თუთბერიძე 

TDI-ის წარმომადგენლის ცნობით, დღეს ამავე უბანზე გადასატანი ყუთი გაიტაცეს 

ორგანიზაციის ინფორმაციით მარნეულის ოლქის 48-ე უბანზე, სადაც ასევე არიან TDI-ის დამკვირვებლები, ამჟამად იმყოფება ის პირი, რომელმაც დილით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" წარმომადგენელს და მონაწილეობდა გადასატანი ყუთის გატაცებაში.

„ამ წუთებში, 48-ე უბანზე, ხმის დათვლის პროცესში ეს პირი იძლევა მითითებებს, კომისიის წევრები მას ემორჩილებიან, არის აგრესიული დამკვირვებლების მიმართ. TDI-მ დაადგინა, რომ აღნიშნული პირი არის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი ნურლან მამიშოვი“, - აცხადებს TDI 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^