Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: ვაკეში პოლიციამ ჩვენს დამკვირვებელს უბანზე შესვლის და დაკვირვების შესაძლებლობა არ მისცა

21 ოქტომბერი, 2017 21:36

გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ხდება ჩვენი დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვა როგორც  თბილისში, ასევე რეგიონებში - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ვაკის მე-10 და მე-11-ე უბნებზე მათ დამკვირვებლებს უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული პოლიცია არ აძლევდა შესაძლებლობას, შესულიყო უბანზე და დაკვირვებოდა ხმის დათვლის პროცესის დაწყებას

„გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ხდება ჩვენი დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვა როგორც  თბილისში, ასევე რეგიონებში. ვაკის მე-10 და მე-11-ე უბნებზე ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდა პრობლემა. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული პოლიცია არ აძლევდა მას შესაძლებლობას, რომ შესულიყო უბანზე და დაკვირვებოდა ხმის დათვლის პროცესის დაწყებას. მხოლოდ საოლქო კომისიის ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენი დამკვიორვებელი შესულიყო უბანზე. 

დიდუბის ოლქში დაფიქსირდა ხუთი შემთხვევა, როცა მივიდა ამომრჩეველი, თუმცა აღმოაჩინა, რომ სიაში არ იყო და შესაბამისად, ვერ მისცა ხმა. დმანისის #20 უბანზე იყო შემთხვევა, როდესაც ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი დაირღვა. კერძოდ, ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი კაბინაში შესულ ამომრჩეველს უთვალთვალებდა" - თქვა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^