Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქარტია არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებს ეხმაურება

21 ოქტომბერი, 2017 21:54

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებს ეხმაურება. „ლიბერალი“ ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისას თბილისში ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა ჟურნალისტური საქმიანობისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ლიბერალის“ რედაქტორს. ბათუმში კი N12 და N63 საარჩევნო უბნებთან "რუსთავი 2-სა" და "ობიექტივის" ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს, ვინაიდან მათი თქმით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, მათ კოორდინატორებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში. არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ამ პროცესში დიდი როლი სწორედ ჟურნალისტებს აკისრიათ. კენჭისყრისას დარღვევების და ამომრჩევლებზე სავარაუდო ზეწოლის გაშუქება მათი მოვალეობაა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავებსაც უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის განხორციელება“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ვიდეო ► „ლიბერალის“ რედაქტორს საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^