Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: კახი კალაძემ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

22 ოქტომბერი, 2017 11:43

„მე განსაკუთრებით მინდა მივულოცო კახი კალაძეს თბილისის არჩევნებში გამარჯვება. კახი კალაძე იყო ამ არჩევნების მთავარი გმირი და მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პირველივე ტურში ქ. თბილსის მერის არჩევნებში. ვულოცავ კახი კალაძეს ამ ძალიან დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, „როდესაც ყოველი მეორე თბილისელი, ყოველ მეორეზე მეტი მხარს გიჭერს მერის პოსტზე, ბუნებრივია ეს ნიშნავს ძალიან დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას“.

მისი თქმით, პარტია სწორედ ასეთ შედეგს პროგნოზირებდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახი კალაძემ თბილისის მერის არჩევნებში ხმათა 51,06% მიიღო.

თბილისში ამომრჩევლის აქტივობა 43,4% იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^