Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის საკრებულოში ოთხი პოლიტიკური პარტია შევა

22 ოქტომბერი, 2017 12:11

ცესკოს შედეგების მიხედვით (დათვლილი ხმების 99%), პროპორციულ ნაწილში თბილისის საკრებულოში ოთხი პოლიტიკური პარტია შედის.

„ქართული ოცნება“ – 52.96%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17.62%

„ევროპული საქართველო“  - 9.19%

„პატრიოტთა ალიანსი“ – 5.64%

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არისმ როგორ განაწილდება დედაქალაქის საკრებულოში პროპორციული 25 ადგილი ოთხ პარტიას შორის. 

თბილისის საკრებულო სულ 50 წევრისგან შედგება. 25 პროროციული პრინციპით აირჩევა. 25 კი -მაჟორიტარული, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“  კანდიდატებმა  25 მაჟორიტარული ოლქიდან 19 ოლქი პირველივე ტურში მოიგეს.  მეორე ტური კი, სავარაუდოდ, 6 ოლქში  დაინიშნება.

გუშინ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

ამომრჩეველი საქართველოს 64 საკრებულოს 2058 წევრს და 63 მერს ირჩევდნენ. 

ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ხმის მისაცემად საქართველოში სულ 3,644 საარჩევნო უბანი იყო შექმნილი. მათ შორის - 10 სპეციალური .

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახური სტუმ ...

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახური ინაუგურაციაზე სტუმრების სიის შედგენაში არ ყოფილა ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ძველმა გვარდიამ კარგად ვიმუშავეთ და ველო ...

ზოგადად, ძველი გვარდიის ჩაჩოჩების ტენდენცია ახალი არ არის, მაგრამ არ მეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა გარდატეხა, - ამის შეს ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

შსს: დაკავებულია პირი, რომელიც ნარკოტიკი ...

შსს-მ რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჟინვალში დააკ ...
^