Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელისაშვილი: უნდა შეგვეძლოს შედეგების აღიარება, გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს

22 ოქტომბერი, 2017 12:51

„ნებისმიერს უნდა შეეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება. ამდენად, მე გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს“ - განაცხადა თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა .

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ბრძოლა ძალიან უთანასწორო იყო და მის წინააღმდეგ ანტიპიარი მიმდინარეობდა სოციალურ ქსელებში, ამასთან, პროცესში უშიშროების სამსახურები იყვნენ ჩართული.

„გუშინ ვნახეთ აღმაშფოთებელი და ძალიან მიუღებელი, ვიტყოდი გულისამრევი ფაქტებიც, როდესაც ადამიანებს ერეკებოდა სახელისუფლებო პარტია, ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო უბნებზე.

თუმცა, ცესკოს შედეგები არის ოფიციალური შედეგები. მე ყოველთვის ვიყავი ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნის მომხრე, ჩვენ ყოველთვის იდეებზე გველაპარაკა და არ გველაპარაკა სიძულვილით ერთმანეთის ზიზღით.

ამ უზარმაზარი უთანასწორობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ გაძვრა და „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაუსხლტა მეორე ტურს მხოლოდ რამდენიმე ათასი ხმით და 1%-ით.

თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თანაბარ ბრძოლაში რა მოხდებოდა. თუმცა, აღარ გვინდა, გუშინდელი დღე წარსულია და წარულზე არ ვილაპარაკოთ. მე ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება მინდოდა ყოველთვის სიძულვილისა და ზიზღით საუბრის გარეშე და ეს კულტურა გულისხმობს, რომ ნებისმიერს უნდა შეეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება.

ამდენად, მე გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს , ვუსურვებ რომ ის იყოს ამ ქალაქის წარმატებული მერი. ამით იმის თქმაც მინდა, რომ მე ვიბრძოდი არა სავარძლის, მერობისა და კაბინეტისთვის, არამედ უკეთესი ქალაქისთვის და თუ კახი კალაძე მოახერხებს, რომ ეს ქალაქი გახდეს უკეთესი, მხოლოდ მივესალმები ამ ყველაფერს“ - თქვა ელისაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ივნისი
24 ივნისი

თურქეთში გამართული არჩევნების წინასაწარი ...

თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით რეჯეფ თაიფ ერდოღანი ...
24 ივნისი
24 ივნისი

შსს: ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციი ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა. ამის შე ...
24 ივნისი
24 ივნისი

ერდოღანი: ამ არჩევნებით თურქეთი აწყობს დ ...

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდა. საარჩევნო უბნები 17:00 საათზე დაიხურა. როგორ Reuters ...
^