Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თიანეთის მერობის არჩევნებში თამაზ მეჭიაური 4 ხმით დამარცხდა

22 ოქტომბერი, 2017 13:00

თიანეთის თემის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლელა ქიტესაშვილმა გაიმარჯვა. მან მხოლოდ 4 ხმით დაამარცხა მმართველი პარტიის ყოფილი წევრი და პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ დამფუძნებელი თამაზ მეჭიაური. 

თიანეთის საარჩევნო ოლქში სულ 20 უბანია. საინტერესოა, რომ ყველა უბნის მონაცემების დათვლის მიუხედავად, ცესკოს ვებგვერდზე არჩევნებში თამაზ მეჭიაური ერთი ხმით უსწრებს ქიტესაშვილს. მან 3077 ხმა მიიღო, როცა მმართველი პარტიის კანდიდატს 3076 აქვს. მაგრამ, როგორც თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ცალუღელაშვილმა „ლიბერალს“ განუცხადა, არჩევნები, რეალურად, ლელა ქიტესაშვილმა 4 ხმით მოიგო, საიტზე კი არასწორად არის მითითებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^