Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯოზეფ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავებს

22 ოქტომბერი, 2017 19:07

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავებს. 

„არჩევნები დამთავრდა, ჩემი საარჩევნო პოსტერების მოხსნა არის ჩემი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური ვალდებულება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ დროულად მოხსნან თავიანთი საარჩევნო პოსტერები და დავუბრუნოთ ქალაქს არჩევნებამდელი სახე“, - ამბობს სმიტი

პროფესიით ჟურნალისტმა, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა საბურთალოს მესამე ოლქში ხმების 14.04% მიიღო. ის ხმების რაოდენობის მიხედვით, საკრებულოს წევრობის კანდიდატებს შორის მესამე ადგილზეა. მხარი სულ 2702-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. 

ამავე ოლქში ხმების 49.96% „ქართული ოცნების" კანდიდატმა, დავით ურთმელიძემ მიიღო. მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნინო კვიტაიშვილი მოჰყვება და ხმების 25.29% აიღო.

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი საქართველოში უკვე მეხუთე წელია ცხოვრობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^