Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI-მ თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა

23 ოქტომბერი, 2017 3:22

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) აdგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, რამდენიმე ინციდენტის მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა. NDI მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი არაკონკურენტული იყო. 

დოკუმენტში ყურად ღება გამახვილებულია ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე, კომისიის წევრების არაკომპეტენტურობაზე, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის რესურსის გადანაწილებაზე, შემირულობების გაუმჭვირვალობასა და არჩევნებში ქალების დაბალ ჩართულობაზე

„წინასწარი ანგარიში აჩვენებს, რომ ერთი პარტია არის დომინანტურად წარმოდგენილი არჩევითი თანამდებობის ყველა რგოლზე, საქართველოში ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს არის გამოწვევა დემოკრატიის განვთარებისთვის, ხელოსუფლების ლიდერებზეა დამოკიდებული ის , რომ ოპოზიცია თავისუფლად ჩაერთოს პოლიტიკურ სივრცეში და მათ უნდა უზრუნველყონ კონტროლის მექანიზმების დანერგვა“, - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა. 

თორნტონის თქმით, არჩევნები ქვეყნის უმეტეს რეგიონში მშვიდ ვითარებაში გაიმართა, თუმცა NDI-ის დამკვირვებლებმა სერიოზული დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოავლინეს. მისი თქმით, პრობლემად რჩება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ასევე ე.წ. კოორდინატორები საარჩევნო უბნებზე.

„რამდენიმე უბანზე ჩვენმა დამკვირვებლებმაც შენიშნეს (კოორდინატორები), ჩემთვის გაურკვეველია კანონიერია თუ უკანონო არჩევნების ფორმატში, მაგრამ მათმა ყოფნამ ნამდვილად შექმნა არასასიამოვნო გარემო ამომრჩევლებისთვის“, - განაცხადა ლორა თორნტონმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^