Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქცია ხელვაჩაურში - ოჯახის განცხადებით, ბრალდებულს ნარკოტიკი არ ჰქონია

23 ოქტომბერი, 2017 13:37

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 11 ოქტომბერს, ამავე სოფლის მკვიდრი რაულ შარაძე სამართალდამცავებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ახლობლები ვარაუდობენ, რომ რაულ შარაძის დაკავება მის მიერ სამორინეში დიდი ოდენობით მოგებულ თანხას უკავშირდება.

„ჩემს შვილს ნარკოტიკი არ ჰქონია. პოლიციამ ისეთ ადგილზე გააჩერა, სადაც კამერები არ იყო და მტკიცებულებები არ აქვთ. მე ვუკავშირებ სამორინეში მოგებულ თანხას და მოვითხოვ ფაქტის გამოძიებას", - აცხადებს რაულ შარაძის დედა მაყვალა შარაძე.

„ლიბერალთან“ საუბრისას ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი დაკავების დღიდან შიმშილობს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„მანქანაშიც ჩაუდეს ნარკოტიკი და ისედაც. თან დიდი ოდენობით.. ვითხოვთ, რომ კანონიერ ფარგლებში წარიმართოს სასამართლო. ოჯახი ახლა შექმნა და არ მინდა, რომ ეს ოჯახი დაიშალოს. ... ჩემმა შვილმა ფული მოიგო კაზინოში და ეს ფული არ მისცეს. 3-დღიანი აქცია მოაწყეს ამის გამო. აქციიდან რამდენიმე დღეში დააკავეს“, - ამბობს ბრალდებულის დედა.

როგორც „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილით ედება. მათი განცხადებით, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას აღმოჩენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

ფოტო: ajaratv.ge

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^