Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მელაშვილი: ​ამომრჩეველს, ვინც ყველა გადახაზა, კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია

23 ოქტომბერი, 2017 14:48

„იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ბათილი ბიულეტენების გარეშე ითვლება კანდიდატების ხმები, მმართველი გუნდის კანდიდატმა პირველივე ტურში მოახერხა 50%-იანი ბარიერის გადალახვა და გამარჯვება", - წერს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი. 

როგორც მელაშვილი ამბობს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა ხმათა 51.12% მიიღო. მას ხმა 204 061-მა ადამიანმა მისცა, რაც სინამდვილეში არჩევნებზე მისული 409 763 პირის 49.799%-ია.

„რაც მე ვიცი, ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ამომრჩეველი, რომელმაც გადახაზა ყველა კანდიდატი და მისი ბიულეტენი გახდა ბათილი, ჩვენი კანონმდებლობით, ასეთი ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია! ამის გამო, მერობის კანდიდატების მიერ მიღებული პროცენტი დაითვალა არა არჩევნებში მოსულ ამომრჩეველთა რიცხვიდან 409 763 ამომრჩევლიდან, არამედ 399 180 ბიულეტენიდან (409 763 მინუს ბათილი ბიულეტენები) შედეგად კი კალაძემ მიიღო 51.12%.“ - წერს მელაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე.

ირაკლი მელაშვილი წერს, რომ ასეთი საარჩევნო სისტემა ძალიან ზრდის საარჩევნო კომისიის წევრების მოტივაციას გააფუჭონ, რაც შეიძლება ბევრი ბიულტენი. „რაც მეტი აღმოჩნდება ასეთი მანიპულაციით „არჩევენებში არმონაწილეთა“ რაოდენობა, სახელისუფლებო კანდიდატისთვის 50%-იანი ბარიერის გადასალახავად აუცილებელი ხმების რაოდენობა მით უფრო ქვევით დაიწევს. საპარლამენტო არჩევნებზე ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად დაგვიდგება.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^