Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძე: მერიაში საკადრო ცვლილებები იქნება

23 ოქტომბერი, 2017 15:38

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერიაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები იქნება. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, საზოგადოებას მალე ექნება ინფორმაცია, ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები და ვინ რა პოზიციას დაიკავებს. კალაძის თქმით, მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი და გამოცდილების მქონე ადამიანები.

"საკადრო ცვლილებები იქნება. იქნება რეფორმები, იქნება სტრუქტურული ცვლილებები. სხვათაშორის, ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და მაქსიმალურად შევეცდებით ყველას პროფესიონალიზმი იქნას გამოყენებული ქალაქის საკეთილდღეოდ", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მერიაში მისი გუნდის მუშაობა ძალიან გამჭვირვალე იქნება და ასე გაგრძელდება 4 წლის განმავლობაში. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^