Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვიქნები იქ, სადაც დიდ დისკომფორტს შევუქმნი ივანიშვილს" - გადავა თუ არა მელია საკრებულოში

23 ოქტომბერი, 2017 16:59

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა, სად გააგრძელებს საქმიანობას პარლამენტსა თუ თბილისის საკრებულოში. როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, ამის შესახებ განცხადებას შესაბამის დროს გააკეთებს.

„მე ვიქნები იქ, სადაც ყველაზე მეტ დისკომფორტს შევუქმნი ბიძინა ივანიშვილს, არაფორმალურ მმართველობას და სადაც ყველაზე დიდ სარგებელს მოვუტან საზოგადოებას. ამიტომ, ეს იქნება საკრებულო თუ პარლამენტი - ამისთვის ჯერჯერობით არის დრო. როდესაც მოვა შესაბამისი დრო, ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებ.“ - განაცხადა მელიამ.

მელია ამჟამად პარლამენტის წევრია და, აგრეთვე, თბილისის საკრებულოს არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული სიის პირველი ნომერი. ამჟამინდელი მონაცემებით, პარტიამ საკრებულოში 5 დეპუტატი შეიყვანა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^