Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკის დაფინანსებით KTW ჯგუფი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს

24 ოქტომბერი, 2017 15:23

საქართველოს ბანკისა და “კახური ტრადიციული მეღვინეობის” (KTW) კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა - თანამშრომლობის შედეგად, KTW ჯგუფი  კახეთის რეგიონში კერძოდ, ახაშენში 41 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. სასტუმროში განთავსდება ღვინის მარანი, სადეგუსტაციო ტერიტორია, რესტორანი და საცურაო აუზი. სასტუმროს პროექტის მოცულობა 2.3 მლნ აშშ დოლარია, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ,  დაფინანსება ასევეგაცემულ იქნა DCFTA პროექტის ფარგლებში.

KTW ჯგუფისა და “საქართველოსბანკის” თანამშრომლობა სათავეს 2014 წლიდან იღებს, ამ დრომდე ჯუგფმა ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა, საქართველოს ბანკის დაფინანსებით. მათ შორის არის ღვინის საწარმოები - ველისციხეში, ქედასადა ასკანაში. KTW ჯგუფის ღვინო და კონიაკი მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში იყიდება. უკრაინაში კი ბრენდის ჯამური იმპორტის 70 პროცენტი სწორედ KTW ჯგუფის წარმოებულ პროდუქციაზე მოდის.

“საქართველოს ბანკის” დაფინანსებით KTW ჯგუფმა ველისციხის ღვინის საწარმოების ტერიტორიაზე, კახეთის რეგიონში ერთერთი ყველაზე დიდი სპირტის სახდელი საწარმო ააშენა და აღჭურვა. ველისციხეში ცისტერნების მოცულობები რეალურად შთამბეჭდავია და ქარხანა ყურძნის ერთერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. საღვინე ცისტერნები - 4816 ტონას იტევს, ხოლო სასპირტე - 9200 ტონას. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, KTW ჯგუფს  მიღებული და გადამუშავებული აქვს 50,000 ტონამდე ყურძენი. ჯამში ჯგუფის მასშტაბით 501 ადამიანი დასქმებული.

საქართველოს ბანკსა და KTW ჯგუფ შორის თანამშრომლობის ერთერთი პირველი საგანი, ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმოს მშენებლობა გახლდათ, ქედასა და ჩოხატაურში. 2014 წელს საქართველოს ბანკმა დააფინანსა პროექტი, რომელიც „ნენა“-ს ბრენდის ქვეშ მაღალი ხარისხის, ნატურალურ ჯემებსა და კომპოტებს აწარმოებს. პროდუქცია ქართულ ბაზარზე დიდი მოწონებით სარგებლობს, რაც მუდმივად მზარდ გაყიდვებში გამოიხატება. „ნენა-„ს პროდუქცია ექსპორტზე ჩინეთშიც გადის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^