Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► „ნებართვა გაქვთ 71 ძირის მოჭრაზე" - რისი მშენებლობა იგეგმება ქავთარაძის ქუჩაზე

25 ოქტომბერი, 2017 11:25

„გაუგებარია, რამდენი ძირი ხე-ნარგავის მოჭრა არის გათვალისწინებული, ნებართვა გაქვთ 71 ძირის მოჭრაზე, ხოლო აფიქსირებთ 69 ძირს მოსაჭრელს“ - ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2017 წლის 17 ოქტომბერს აცნობა ინვესტორს, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ინვესტორი აქტივისტებსა და ჟურნალისტებთან საუბარში უარყოფს, რომ ხეების მოჭრას გეგმავს, თუმცა მერიასთან მისი მიმოწერა საპირისპიროზე მიუთითებს.

ვაჟა-ფშაველასა და ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე ნაკვეთზე ხეების მოჭრის შესახებ ინფორმაცია გუშინ „პარტიზანულმა მებაღეობამ" გაავრცელა. მიწის ნაკვეთზე ნატა ფერაძე მივიდა, რომელმაც, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური და პატრული გამოიძახა. 

ადგილზე მივიდა ტერიტორიის მესაკუთრე კომპანია „აი ჯი დეველოპმენტის“ დირექტორი ლევან მესხელიც, რომლის თქმითაც, ტერიტორიაზე მუნიციპალური სანიაღვრე კოლექტორის შეკეთება დაიწყეს, რაც მათი საინვესტიციო ვალდებულებაა. ამის პარალელურად კი მხოლოდ ნარგავების გასხვლა-ფორმირება მიმდინარეობს და მათ ხეები არ მოუჭრიათ. იმის დასტურად, რომ „აი ჯი დეველოპმენტი“ ხეებს არ ჭრიდა, ლევან მესხელმა „პარტიზან მებაღეებს“ და ჟურნალისტებს ტერიტორიაზე შესვლა შესთავაზა, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით, ისინი ტერიტორიაზე მაინც არ შეუშვა. საბოლოოდ, ნაკვეთზე ფერაძე მაინც შევიდა, მაგრამ კომპანიის დაცვის სამსახურმა ის ძალის გამოყენებით გამოიყვანა. მესხელი ამბობს, რომ ხეების მოჭრის ნებართვა არც მოუთხოვიათ, თუმცა კომპანიასა და მერიას შორის არსებული კორესპონდენცია საპირისპიროზე მეტყველებს:

თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ნებართვა დაავადებული ვერხვებისა და ორი ზეხმელი ხის მოჭრაზე 2017 წლის სექტემბერში გაიცა, ამის მიუხედავად, „ლიბერალთან“ სატელეფონო საუბრისას მერიაში არ აზუსტებენ, კონკრეტულად რამდენი ხის მოჭრაზეა ნებართვა გაცემული. მათი განმარტებით, განმცხადებელმა ორი დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა წარადგინა, რომლის საფუძველზეც ხეების მოჭრის ნებართვა მიიღო. მერიაში ასევე ვერ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა ხეების მოჭრა ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის პროცესს.

რისი მშენებლობა იგეგმება ტერიტორიაზე

მერიის არქიტექტურის სამსახურის დოკუმენტაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით, თბილისის მერიას პირველად 2014 წლის ნოემბერში „აი ჯი დეველოპმენტის“ წარმომადგენელმა მიმართა. მშენებლობის ნებართვა ჯერჯერობით გაცემული არ არის, რადგან განმცხადებელი ნებართვის მისაღებად საჭირო ეტაპებს გადის, როგორც არის არსებული ობიექტების დემონტაჟი.

დროთა განმავლობაში საპროექტო მოთხოვნა დაკორექტირდა და 2017 წლის მდგომარეობით შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • 4-სართულიანი სავაჭრო ცენტრი (3 სართული კომერციული, მე-4 გართობა/დასვენება)
  • 19-სართულიანი საოფისე შენობა
  • ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი 1000 ავტომანქანაზე და ღია პარკინგი ვაჟა-ფშაველას გამზირის მხრიდან

განმცხადებლის საპასუხოდ 2017 წლის ივნისში გაცემულ გადაწყვეტილებაში თბილისის მერია მიუთითებდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 235 ხე-მცენარე ფიქსირდება, მათ შორის წიწვოვანი და წითელ ნუსხაში შესული ნარგავები.

„აღნიშნულთან დაკავშირებით საჭიროა წარმოადგინოთ ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილება დაავადებული ხე- ნარგავის მოჭრის თაობაზე ან/და გამწვანების საქალაქო სამსახურის შესაბამისი დაპირება ხე-ნარგავების სპეციალური ჭრის ან/და გადარგვის თაობაზე” - ნათქვამია მერიის გადაწყვეტილებაში. 

2017 წლის 17 ოქტომბერს კი თბილისის მერია განმცხადებელს სთხოვდა დაეკონკრეტებინა, თუ რამდენი ხე-ნარგავის მოჭრა/გადარგვა სურდა. რამდენადაც, „ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წერილების შესაბამისად 71 ხე-ნარგავი არის მოსაჭრელი, 5 - გადასარგავი. ხოლო შ.პ.ს სილვა გრუპის მიერ მომზადებულ ხე-მცენარეების ტაქსაციიდან გამომდინარე დაფიქსირებულია 89 ძირი, რომელიც ხელს უშლის სამშენებლო სამუშაოების წამოებას. აქედან 20 ძირი არის ხილ-კენკროვანი რომელიც არ საჭიროებს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ნებართვას. შესაბამისად, გაუგებარია რამდენი ძირი ხე-ნარგავის მოჭრა არის გათვალისწიბული, ნებართვა გაქვთ 71 ძირის მოჭრაზე ხოლო აფიქსირებთ 69 ძირს მოსაჭრელს. ასევე წერილის შესაბამისად უნდა დაიცვათ ვალდებულება, შესაბმისად წარმოადგინეთ/დაიტანეთ საპროექტო ხე-ნარგავები აღნიშნულ გეგმაზე“. - წერდა თბილისის მერია „იუ ჯი დეველოპმენტს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^