Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტივენ ჰოკინგის სადოქტორო ნაშრომის გასაჯაროებამ კემბრიჯის ვებგვერდი მწყობრიდან გამოიყვანა

26 ოქტომბერი, 2017 12:29

ფიზიკის გამოჩენილმა თეორეტიკოსმა და კოსმოლოგმა სტივენ ჰოკინგმა თავისი 1966 წელს დაწერილი სადოქტორო დისერტაცია უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა. „გაფართოებადი სამყაროების თვისებების“  გადმოწერისა და წაკითხვის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერდმა ერთი დღის განმავლობაში მუშაობა შეწყვიტა.  ნაშრომი კვირას შუაღამისას გასაჯაროვდა  კემბრიჯის „ღია წვდომის კვირის“ ფარგლებში, რომელიც ჰოკინგის ნაშრომზე არსებული ასობით მკითხველის თხოვნით იყო გამოწვეული. ვებგვერდი მხოლოდ ორშაბათს რვის ნახევრის შემდეგ აღდგა.

„პროფესორ ჰოკინგის გადაწყვეტილებას,  გაესაჯაროებინა თავისი ნაშრომი, უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა, დისერტაცია 24 საათში 60 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაწერა.  „ღია წვდომის კვირის“ მნახველებმა შესაძლოა აღმოაჩინონ, რომ ის ჩვეულებრივზე ნელა მუშაობს და პერიოდულად საერთოდ მიუწვდომელია.“ -  განაცხადა მაშინ კემბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.

ნაშრომი სამყაროს გაფართოების მნიშვნელობას და შედეგებს შეეხება. ჰოკინგს იმედი აქვს, რომ მასზე ხელმისაწვდომობის დაშვება ფიქრის, შემეცნების და ცოდნის გაზიარების მაგალითი იქნება სხვებისთვისაც.  „ჩემი სადოქტორო დისერტაციის გასაჯაროებით ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ძირს, საკუთარი ფეხების თვალიერების ნაცვლად ვარსკვლავებისკენ აიხედონ და დაფიქრდნენ თავის ადგილზე სამყაროში და კოსმოსის გაგება სცადონ.  მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფასო, შეუფერხებელი წვდომა არა მხოლოდ ჩემი, არამედ შემეცნების მთელ სპექტრში ყველა დიდი და ცნობისმოყვარე გონების ნამუშევარზე."

კემბრიჯის უნივერსიტეტი იმედოვნებს, რომ ჰოკინგმა შესაძლოა სხვა მეცნიერები წააქეზოს. ოქტომბრიდან კემბრიჯის ყველა კურსდამთავრებულს თავისი სადოქტორო ნაშრომის ციფრული ასლის წარმოდგენას და  გასაჯაროებას მოსთხოვენ.  უნივერსიტეტი ასევე  ეცდება, დაარწმუნოს ყველა თავისი ძველი კურსდამთავრებული, რომელთა შორის 98 ნობელის პრემიის ლაურეატია, რომ ჰოკინგის მაგალითს მიბაძონ.

კემბრიჯის ბიბლიოთეკის სწავლულებთან კომუნიკაციის ხელმძღვანელი, ართურ სმითი მიიჩნევს, რომ ნაშრომებზე ღია წვდომა ბევრ დიდ  აღმოჩენას მოიტანს.  „ადამიანებსა და ცოდნას შორის არსებული ბარიერების წაშლით ჩვენ შევძლებთ მეცნიერების, მედიცინისა და ტექნოლოგიის სფეროში არსებული ყველა დიდი აღმოჩენის განხორციელებას. ეს განსაკუთრებით შეეხება ისეთ ცოდნას, რომელსაც სადოქტორო ნაშრომები შეიცავს. მათში მოიპოვება უნიკალური ინფორმაციის დიდი საუნჯე, რომელიც ხშირად ხელუხლებელი და გამოუყენებელია.“

ჰოკინგი, რომელსაც ნახევარი საუკუნის წინ დასმული დიაგნოზის მიხედვით ორ წელზე მეტი არ უნდა ეცოცხლა, დღემდე განაგრძობს მუშაობას და მსოფლიოს გარშემო ლექციების წაკითხვას.  ცოტა ხნის წინ ინგლისელმა ბიზნესმაგნატმა, რიჩარდ ბრენსონმა ჰოკინგს თავისუფალი ადგილი შესთავაზა კომერციულ კოსმოსურ ხომალზე „Virgin Galactic Spacecraft“. ჰოკინგის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მას „ისევ აქვს ერთ დღეს კოსმოსში გაღწევის იმედი.“ 


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^