Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ►თვითმხილველი: „იხვეწებოდა სასწრაფო გამოიძახეთო... წაქცეულზე უკეთებდნენ ბორკილს..."

26 ოქტომბერი, 2017 13:57

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი შემთხვევის თვითმხილველი, ქეთინო თოდრია „ლიბერალთან“ გუშინ მომხდარი შემთხვევის დეტალებს ჰყვება.

მისი თქმით, როდესაც პატრული პაატა პავლიაშვილს აკავებდა, ის ცუდად გახდა და ეს პოლიციელებს უთხრა. მისი თქმით, ყველა თვითმხილველი და თავად გარდაცვლილიც ითხოვდა სასწრაფოს გამოძახებას. როგორც თოდრია ამბობს, სასწრაფო შემდეგ თავად გამოიძახა.

„პატრული აპირებდა მის დაკავებას, ამ ჯაჯგურში გახდა ბიჭი ცუდად, ეხვეწებოდა, ცუდად ვარ, დამანებეთ თავიო. იმ ჩხუბთან, რის გამოც პატრული იყო გამოძახებული, ეს ბიჭი არანაირ კავშირში არ იყო, შემოესწრო ჩხუბს და დაიცვა ისინი - რა გინდათ, ვინ მიგყავთ, რატომ მიგყავთო".

კი ბატონო, შეიგინა ზოგადად, მაგრამ პირდაპირ პატრულისთვის არ უგინებია. მე არ გამიგია, რომ პატრულს აგინებდა. დავინახე, რომ ხელბორკილების დადება უნდოდათ, - ჯერ ერთი რად უნდოდათ ხელბორკილი, არ გარბოდა არსად, ფეხზე ძლივს იდგა, ისეთი ნასვამი იყო. ამ ჯაჯგურში სთხოვა, - კაცებიც ეხვეწებობდნენ და ქალებიც, ვინ ამ ამბავს შეესწრო, ჩვენც აქედან ვყვიროდით, - რომ რას მიათრევთ, სასწრაფო გამოიძახეთ, ხომ ხედავთ ცუდად არისო. ამასობაში გახდა ცუდად, ჩაიკეცა და ჩაკეცილზე კიდევ უკეთებდნენ ხელბორკილს. ერთ ხელზე დაადეს. ფაქტობრივად პატრულს ჩააკვდა ხელებში.

5 წუთიც არ იყო გასული გამოძახებიდან, სასწრაფო რომ მოვიდა, ჩვენ გამოვიძახეთ ამ ბინიდან,  სასწრაფო რომ მოვიდა, ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო. პარტულს ჩააკვდა ხელში.

კი ბატონო, ისინი [პატრულის თანამშრომლები] აკეთებდნენ თავის საქმეს, მაგრამ ხომ შეიძლება, როცა ახალგაზრდა კაცი გალურჯდა სახეზე, დუჟი გადმოსდის პირიდან, ცუდად არის, ამ დროს დაანებე რა თავი, რის გამქცევია, რა ბორკილი გინდა. ეს არის ძალის გადამეტება ჩემი სუბიექტური აზრით.

კი მეცოდება ის პატრულიც, ცოდვაც დაიდო, მაგრამ კარგი რა, ხომ უნდა დააკვირდე, რისთვის ასწავლიან და რისთვის გადიან ამდენს ტრენინგებს“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ქეთინო თოდრია, გარდაცვლილის მეზობელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^