Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა

30 ოქტომბერი, 2017 17:26

ბაქოში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა ახალი სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ყახაზეთის პრემიერ-მინისტრმა, ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა, გახსნის ცერემონიაზე, ლიანდაგს სიმბოლურად ჩააჭედეს ლურსმნები, გადაიყვანეს ისრები და გახსნეს მემორიალური დაფა.

აზერბაიჯანის დედაქალაქში სიტყვით გამოსვლისას, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მაგისტრალი ევრაზიული ხიდის საფუძველი იქნება და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, რეგიონის მოსახლეობასაც მჭიდროდ დააკავშირებს. „ახალი სარკინიგზო მარშრუტის სრულყოფილად ამოქმედება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის უკეთ ათვისებას და კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო სტატუსს. აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სატვირთო გადაზიდვასთან ერთად, ყოველწლიურად, ერთ მილიონ მგზავრს მოემსახურება.“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, პროექტმა სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით რეგიონი უნდა აქციოს სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის განცხადებით კი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი სამუშაო ადგილებსაც შექმნის.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. თავდაპირველად, პროექტის დასრულება 2010 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ჯერ 2014, შემდეგ კი 2017 წლამდე გადაიდო. მაგისტრალის ამუშავების შემდეგ ელიან, რომ ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 6,5 მილიონი ტონა იქნება, გრძელვადიან გათვლაში კი ეს მაჩვენებელი 17 მილიონ ტონამდეც შეიძლება გაიზარდოს. მაგისტრალზე სატვირთო მატარებლებთან ერთად სამგზავრო შემადგენლობაც ივლის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^