Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Netflix: სერიალ „ბანქოს სახლის“ დახურვის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მივიღეთ

31 ოქტომბერი, 2017 11:32

Netflix ემიზე 53-ჯერ ნომინირებულ სერიალ „ბანქოს სახლს“ მე-6 სეზონით დაასრულებს. ახალი სეზონის გადაღებები უკვე დაიწყო და მაყურებელი მას მომავალ წელს იხილავს. 

სერიალში მთავარ როლს კევინ სპეისი ასრულებს. გუშინ, მას შემდეგ, რაც სპეისი მსახიობმა ენტონი რაპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, სპეისიმ Twitter-ზე ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ გეია. 

The Guardian-ს Netflix-ის სპიკერმა დაუდასტურა, რომ სერიალის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე მიიღეს და ეს არ არის სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯი.  

კევინ სპეისის შესახებ Netflix-მა და Media Rights Capital-მა განცხადებაც გაავრცელეს:

„ძალიან შეწუხებულები ვართ კევინ სპეისის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. ამ ამბის გავრცელების შემდეგ ბალტიმორში შევხვდით ჩვენი გუნდის წევრებს, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ისინი თავს კვლავ უსაფრთხოდ გრძნობენ. შეხვედრას კევინ სპეისი არ ესწრებოდა“, - აცხადებენ სერიალის შემქმნელები. 

Netflix ჰარვი ვაინშტაინთან წლებია თანამშომლობს, თუმცა მისი მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადება არასდროს გაუვრცელებია, კომპანიის წარმომადგენლები ბოლო თვის განმავლობაში  ვაინშტაინის შესახებ დასმულ შეკითხვებს თავს არიდებდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^