Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცესკო-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

04 ნოემბერი, 2017 15:20

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცესკო-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მან არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობისა და ხმების ხელახლა გადათვლის შესახებ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ში 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა, რადაგან პარტიაში მიიჩნევენ, რომ შედეგები ამომრჩევლის ნებას არ ასახავდა. ბოკუჩავა ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს და აცხადებს, რომ ისინი ბოლომდე ბრძოლას აპირებენ, რათა არჩევნების შედეგები გაუქმდეს. თუ საქართველოს მასშტაბით ამას ვერ მიაღწიეს, პარტიამ შესაძლოა, ევროსასამართლოს მიმართოს.

"ჩვენს დასაბუთებაში ვისაუბრეთ ორ გარემოებაზე, რის გამოც 21 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ ასახა ამომრჩევლის ნება. პირველი ის, რომ მიმდინარეობდა ამომრჩევლის ტოტალური კონტროლი, რომელიც გამოიხატებოდა "ქართული ოცნების" ე.წ. წარმომადგენლების მხრიდან "სადამკვირვებლო ღონისძიებების" განხორციელებით.ამით ისინი აკონტროლებდნენ არა ამომრჩევლის რაოდენობას, არამედ ამომრჩევლის ვინაობას, რისი უფლებაც მათ არ გააჩნიათ. მეორე - თითქმის არც ერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა ის საჩივრები, რომელიც შევიდა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან, რომლებიც დაიწერა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისა და წევრების მიერ. ეს არის საოლქო საარჩევნო კომისიების ვალდებულება, მათი პასუხისმგებლობა, რომელიც მათ კანონით ეკისრებათ. შესაბამისად, ის შედეგები, რომლებიც მათ შეაჯამეს ვერ ასახავდა ამომრჩევლების ნებას, რადგან ისინი არ იზიარებდა იმ საჩივრებსა და მათში მოყვანილ დარღვევებს, რომლებიც დაიწერა საარჩევნო პროცესისას“.

თინა ბოკუჩავას შეფასებით, ცესკო საარჩევნო კანონმდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე კი არ მოქმედებს, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^