Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა „საზმაუ“ ბერას საჩუქარს

07 ნოემბერი, 2017 13:42

9 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა სატელევიზიო აპარატურის (განათება) უსასყიდლოდ საკუთრებაში (ჩუქებით) გადმოცემის შესახებ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ბორდის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც „მაუწყებლის“ გვერდზეა გამოქვეყნებული, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის მესამე სწორედ ეს საკითხია. 

ბორდმა ბერა ივანიშვილის შეთავაზებაზე უნდა იმსჯელოს. შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა გადაწყვიტა „მაუწყებელს“ აჩუქოს განათება, რომლის საქირავებლადაც „მაუწყებელი“ ბერა ივანიშვილის კომპანიისთვის 346 098 ლარის გადახდას გეგმავდა. 

ბორდის სხდომამდე 3 დღით ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა მოამბის ეთერში „მაუწყებლის“ გადაწყვეტილება აპარატურის ჩუქების საკითხზე უკვე გააჟღერა.

„მართალია, ახლა ეს ტექნიკა ჩვენი საჭიროებების ძალიან მცირე, თუმცა აუცილებელ ნაწილია. ამ ეტაპზე ის ძალიან გვჭირდებოდა და ამის გამო მხოლოდ მადლობელი ვართ. მომავალშიც გაგებით და მადლობით შევეგებებით ყველას, ვინც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს “, - განაცხადა ვასიკო მაღლაფერიძემ.

ბორდის თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ბორდმა უნდა მიიღოს, რადგან ყველა მნიშვნელოვან საკითხს ბორდი წყვეტს. თუმცა ამბობს, რომ კანონი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებაზე მკაფიოდ არაფერს ამბობს.

კითხვაზე - როგორ აფასებს გუშინ გენერალური დირექტორის გამოსვლას, სადაც მან ფაქტიურად გადაწყვეტილება გამოაცხადა - გვიპასუხა.

„პრობლემას ვერ ვხედავ. ერთია ტელევიზორში, რას იტყვის ადამიანი - ხომ შეიძლება წამოცდა. პრობლემა იქნებოდა, ფორმალურად რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ფაქტის წინაშე დავეყენებინეთ. ეს კი ასე არ მოხდა. 9-ში ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“.

ბორდის წევრის, ქეთი მსხილაძის აზრით, გადაწყვეტილება ბორდმა უნდა მიიღოს. კანონის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის გარიგება, რომელიც „მაუწყებლის“ ბიუჯეტის 1%-ს აღემატება, უნდა დაამტკიცოს ბორდმა. შესაბამისად, ამ აპარატურის ჩუქების საკითხი ბორდმა უნდა გადაწყვიტოს.

მისი თქმით, გენერალური დირექტორის განცხადება ნაჩქარევი იყო, რადგან ბორდს ჯერ ამ საკითხზეა რ უმსჯელია. „ეს იყო მენეჯმენტის სურვილის განცხადება“, - ამბობს ქეთი მსხილაძე. მისივე თქმით, ის ჩუქების საკითხზე საბჭოს წევრთა უმრავლესობის აზრს არ იზიარებს და მიაჩნია, რომ ეს აპარატურა „მაუწყებელმა“ არ უნდა მიიღოს. მისი თქმით, „მაუწყებლის“ მიუკერძლოებლებასთან დაკავშირებული ეჭვებიც კი არ უნდა გაჩნდეს და ამის პრევენციაზე „მაუწყებელი“ უნდა ზრუნავდეს.

იურისტ დავით კლდიაშვილის თქმით, არ არსებობს სამართლებრივად ლეგიტიმური ინტერესი, რომ სამეურვეო საბჭომ საჩუქრის მიღების საკითხზე თანხმობა გამოხატოს. 

„მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭო „თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს“. გარიგების სტანდარტული განმარტება გულისხმობს ჩუქების ხელშეკრულებასაც, მაგრამ აქვე ყურადღება უნდა მიექცეს სავალდებულო გარიგებების სამართლებრივ არსს. რომელიმე ზემდგომი ორგანოს მიერ გარიგებაზე თანხმობა ან უარი გულისხმობს იმ სამართლებრივი ვალდებულებების შეფასებას, რომელიც თან სდევს გარიგებას. ჩუქება თავის მხრივ, ე.წ. „ცალმხრივი გარიგებაა“, რომელიც არ წარმოშობს საპასუხოდ შესასრულებელ ვალდებულებებს ჩუქების საგნის მიმღებისთვის. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საჩუქრის საგნის სრული შესაბამისობა საჩუქრის საგნის მიმღების ინტერესებთან. შესაბამისად, არ არსებობს სამართლებრივად ლეგიტიმური ინტერესი, რომ სამეურვეო საბჭომ თანხმობა გამოხატოს საჩუქრის მიღების საკითხზე. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ეს მოსაზრება ეხება სამართლებრივ  ვალდებულებებს და არა სავარაუდო რეპუტაციული რისკის თუ ეთიკური დილემის შეფასებას“, - ამბობს დავით კლდიაშვილი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^