Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ - ქვეყანას უცხოელი ექსპერტები სტუმრობენ

07 ნოემბერი, 2017 13:59

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ორგანიზებით ხვალ სასტუმრო „ბილტიმორში“ გაიმართება კონფერენცია - „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ . 

კონფერენცია სამ სამუშაო სესიას მოიცავს. პირველ სესიაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ნარკოპოლიტიკის რეფორმა - შემოთავაზებული ცვლილებები და მოსალოდნელი შედეგები; მეორე - ნარკოპოლიტიკის რეფორმის საერთაშორისო გამოცდილება; მესამე - ზრუნვის სერვისების განვითარება.

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გასაცნობად კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი ექსპერტები: ოენ კუგლი - ნარკოპოლიტიკის სამეცნიერო ანალიტიკოსი (EMCDDA), რიკარდო ბაპტისტა ლეიტე - პორტუგალიის პარლამენტის წევრი, ფრანსუა გაგნონი - კვებეკის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი (კანადა), ელისაბეთ ავრილი - „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი“.

დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ გამოსვლები შემდეგ თემაზე:

„ნარკოპოლიტიკის შეფასება - შვიდსაფეხურიანი სახელმძღვანელო";

„დეკრიმინალიზაცია პორტუგალიაში - რა შეიძლება ვისწავლოთ";

„დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა და პრაქტიკა - საფრანგეთის გამოცდილება";

„ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა: კვებეკისა და კანადის გამოცდილება". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^