მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიზანი არა ვინმეს დასჯა, არამედ ამ პრობლემით გამოწვეული ზიანის შემცირება უნდა იყოს.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკის საკითხს კომპლექსური შესწავლა სჭირდება.
“ეს არის საკითხი, რომელზეც საჭიროა ფართო მსჯელობა. გულწრფელად მჯერა, რომ საბოლოოდ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც დაბალანსებული და ზიანის შემცირებისკენ იქნება მიმართული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.