Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თაქთაქიშვილი: თუ კრიტერიუმს ვერ ვიცავთ, პანთეონი ამ მთაზე მცხოვრებთა სასაფლაოდ ვაქციოთ

09 ნოემბერი, 2017 13:38

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, დღეს პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში დაკრძლავენ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის შესახებ წერს:

„მთაწმინდის პანთეონში 21-ე საუკუნის 17 წელიწადში იმდენი ადამიანი დაკრძალეს, რამდენიც წინა საუკუნის ნახევარშიც არ დაუკრძალავთ. არადა მურმანი, შოთა ნიშნიანიძე, იოსებ ნონეშვილი, მორის ფოცხიშვილი ამ წმინდა ადგილას არ დაგვიმარხავს. დავით კაკაბაძეც დიდუბეში დარჩა. რითაა დიდუბე მეორეხარისხოვანი, რა კრიტერიუმებით წყვეტენ? არ ვიცი.

ჯანსუღ ჩარკვიანი გაანათლოს ღმერთმა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას: დაკრძალვის კრიტერიუმები იმდენად სუბიექტურია, რომ პანთეონი იმ შიშით, რომ ჩამწყობ ჭირისუფალთა თხოვნები აირიდონ, ყოველწლიურად იხურება და მერე კვლავ იხსნება. ეხლაც ასე კვლავ დაიხურაო. ეს ერთი დავმარხოთ და მორჩაო. დიდუბეშიც ასეა. ერთ სასაფლაოს ქვაზე წავიკითხე: წოპე. ეტყობა, ჩვენმა ცხვირნაოპერაციებმა ქალებმა დაუფასეს. ესე იგი იქაც ასეთივე სიტუაციაა და დახურეს კიდეც. ამ ფონზე ყველაზე მეტად მთაწმინდის კალთაზე მცხოვრებნი მეცოდებიან, ისინი მთაწმინდის კალთებზე იბადებიან და გარდაცვალების მერე კი დაბლა მოასვენებენ, სხვებს კი, რომელთა ჭირისუფალნი აქტიურნი არიან, მთაზე აასვენებენ. თუ კრიტერიუმს ვერ ვიცავთ, ბარემ ეს პანთეონი ამ მთაზე მცხოვრებთა საერთო სასაფლაოდ ვაქციოთ. ლოგიკურად მათ უფრო ეკუთვნით ამ აქტიურ და ძალათმაცხონე ჭირისუფალთა მკვდრებთან შედარებით.

ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე უნივერსიტეტის ბაღში არიან დამარხულნი და ილია ვეკუა, 

ნიკო მუსხელიშვილი მთაწმინდაზე. ნუ, არაუშავს, ისინი ყველანი კორიფეები იყვნენ. ღმერთმა გაანათლოს ყველა მათგანი, მაგრამ ..... გალაკტიონის მერე არცერთ პოეტს მთაწმინდაზე არ დავმარხავდი:
შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი,
ბარათაშვილიც იქ არის, სხვებს კი წაიღებს რიონი...

p.s. ერთიც გამახსენდა: გალაკტიონი ახალგაზრდა პოეტებთან ერთად მოსკოვში ყოფილა რაღაც ფორუმზე, ტაქსიში ჩამჯდარა წინ, უკან ახალგაზრდები... გზაზე ტაქსისტს ეკითხება გალაკტიონი: ლექსებს წერო? არა, საიდან დავწერო, უპასუხა ტაქსისტმა, შენც სცადეო, ესენი აგერ ცდილობენო და ცერა თითით უკან მჯდომ პოეტებზე მიუთითა. აგერ ცდები რით დამთავრდა ბატონო გალაკტიონ... მითხარით ზეპირად ამ ბოლოს წასული პოეტის ერთი შედევრი ლექსი და ბოდიშს მოვიხდი. ეხ... რათ უნდათ ჭირისუფლებს საჯაროდ ასეთი მითქმა-მოთქმის ატეხვა, არ ვიცი, რომ არ მეთქვა არ შემეძლო.. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ერთი შედევრი დაბეჭდა ცხონებულმა თავის ჟურნალში, ეს შედევრი იყო დათა თუთაშხია, არ მინდა მისი პოლიტიკური ნების სიმტკიცეზე საუბარი, არც საზოგადოებრივ მრწამსზე, ეს ჩემი განსასჯელი არ არის, მაგრამ ვერავინ ვნახე ისეთი, ეს გადაწყვეტილება რომ ლოგიკურად ჩაეთვალა. ვისი ბრალია ეს? აქაც სხვა ძალას ხომ ვერ დავაბრალებთ, ეს ხომ ჩვენი საერთო ჭირია..." - წერს ლევან თაქთაქიშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^