Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვის ეკავა ყველაზე ხანგრძლივად და ყველაზე მცირე ხნით განათლების მინისტრის პოსტი

13 ნოემბერი, 2017 16:51

ხვალიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. სიახლეა ისიც, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი შეუერთდება.  

უკვე ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას აღნიშნული პოსტი ერთი წლისა და 5 თვის განმავლობაში ეკავა, მან მინისტრის პოსტი 2016 წლის ივნისში დაიკავა. 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მიხეილ ჩხენკელი რიგით მე-16 განათლებისა და მეცნიერების მინისტრია. ყველაზე ხანგრძლივად აღნიშნული პოსტი ალექსანდრე კარტოზიას, დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში (1998-2004) ეკავა. ყველაზე მცირე ხნით კი - მაია მიმინოშვილს, დაახლოებით ორი თვე.  

დღემდე მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის პოსტს იკავებდა.  

ბიოგრაფია

მიხეილ ჩხენკელმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი; შემდეგ - ამერიკის შეერთებულ შტატებში პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.

უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, ამერიკაში გამოცემული წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი. ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას მიხეილ ჩხენკელი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი; ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი; ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი; სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

WNM შს მინისტრს: ვიმედოვნებთ, მმართველობ ...

„ვიმედოვნებთ, სამინისტროში მმართველობის ცვლილება არ შექმნის თუნდაც ტექნიკურ შეფერხებას და საბოლოოდ შევძლებთ პოზიცი ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ნუგზარ ჭონქაძე: უარვყოფ, რომ მე ვარ ჰომო ...

თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტე ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა. საკრებულოს წევრებმა მერის მოადგილეების პოსტზე ირაკლი ხმალაძე,& ...
^