Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსთაველზე, „რედისონის" და „ტელეგრაფის" დამაკავშირებელი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება

13 ნოემბერი, 2017 18:59

რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. განმცხადებელს მშენებლობის ნებართვა ჯერჯერობით არ მიუღია. მათ განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმების მოთხოვნით მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართეს. პროექტმა ერთმანეთს რედისონისა და ტელეგრაფის შენობაში განთავსებული მშენებარე სასტუმრო უნდა დააკავშიროს. დღევანდელი მდგომარეობით აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოსადგომია განთავსებული.

„ავტოსადგომის ადგილზე განთავსდება ახალი, მრავალფუნქციური კონგრესცენტრის ორსართულიანი შენობა მიწისქვეშა ავტოსადგომით, რომელიც ხიდებითა და ღია სივრცეებით ერთმანეთთან დააკავშირებს ორ სასტუმროს”, - აღნიშნავენ განმცხადებლები.

დაგეგმილია „ვარდების მოედნის“ მრავალფუნქციურ ზონად გარდაქმნა, სადაც, პროექტის ავტორების განმარტებით, იქნება ადგილი დასვენებისთვის, ამფითეატრი წარმოდგენებისთვის და შადრევნები, ხოლო მოედნის ქვეშ არსებულ მიწისქვეშა სივრცეში, „რომელიც ამჟამად აბსოლუტურად უფუნქციოა და ნაგავსაყრელად არის ქცეული“, რეკონსტრუქციის შემდეგ განთავსედბა ახალი სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და „ჩაძირული ბაღები“. მიწისქვეშა გადასასვლელი სასტუმროს რუსთაველის გამზირთან დააკავშირებს.

განმცხადებელმა ქეთევან ფანცულაიამ მერიის არქიტექტურის სამსახურს განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმების მოთხოვნით 2017 წლის 17 მარტს მიმართა, თუმცა მერიამ 5 აპრილს განცხადება არ განიხილა, დასაბუთებაში კი მიუთითა, რომ დოკუმენდაცია ხარვეზიანია და არასრულფასოვნადაა წარმოდგენილი.

არქიტექტურის სამსახური გადაწყვეტილებაში ასევე მოითხოვს, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დამუშავდეს ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის რეკომენდაციების საფუძველზე.

„მრავალფუნქციური კომპლექსი (კონგრესცენტრი) გულისხმობს ორი არსებული სასტუმროს გაერთიანების შედეგად მოედნის რეაბილიტაციის კონცეფციას, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს საზოგადოებრივი სივრცის საჯაროობის სტატუსი“, - აცხადებენ მერიის არქიტექტურის სამსახურში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^