Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, წიგნის მაღაზიაში, შუახნის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

13 ნოემბერი, 2017 22:35

ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წიგნის მაღაზიაში შუახნის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სს კოდქესის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც აცხადებს, რომ ინციდენტის შემდეგ ადგილზე იმყოფებოდა, Facebook-ზე წერს, რომ მამაკაცი 45 წლის წიგნების გამყიდველი იყო.

„მეწიგნე მიშკამ ჩამოიხრჩო თავი. დინამოს სტადიონთან, წიგნების ბაზრობაზე, დახლებს შორის. იკივლეს ქალებმა, თავი გადააქნიეს კაცებმა... უხერხულად ავიტუზეთ სასკოლო წიგნების საყიდლად მისულები და ამ ამბავს შესწრებულები: ზოგს წიგნი შეგვრჩა ხელში, ზოგს - გადასახდელი ფული... ხანძარი რომ იყო, წიგნები დაეწვაო, ვალი ჰქონდაო, ჩვენსავითო, მეპროცენტემ მიაკითხაო და მისი წასვლის შემდეგ დახლების სიღრმეში ჩუმად შევიდა და და თავი ჩამოიხრჩოო 45 წლამდე კაცმა - მეწიგნე მიშკამ... ტიროდნენ ბაზრობის ქალები, უხმოდ იდგნენ კაცები და რაღაცნაირად სიჩუმე ჩამოვარდა უცებ: იმ სიჩუმეში, იმ ერთ წუთში თავის თავს სტიროდა ყველა, თავის ვალებს, თავის პრობლემებს, თავის ხვალეს... დღეს, საღამოს მოხდა ეს...." - წერს ნანა აკობიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^