Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაშია: სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ქვეყანაში, ნაკრებში მისთვის გამოვცხადდები

14 ნოემბერი, 2017 0:17

„სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!" - საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და კლუბ ვიტესის კაპიტანმა, გურამ კაშიამ გორსა და ქუთაისში მისულ მაყურებელს მადლობა გადაუხადა. 

„მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში" - წერს კაშია Facebook-ზე. 

დღეს ქუთაისში „ქართული მარშის“ წევრები „ტორპედოს“ სტადიონზე შეიჭრნენ. ადგილზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული. მარშის“ წევრები კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებენ. სტადიონზე შეჭრამდე ისინი პიროტექნიკას აფეთქებდნენ. 

„ქართული მარშის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია თანამოაზრეებთან ერთად საქრთველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებს აგინებდა და მათ მიმართ სიძულვილის ენას იყენებდა. 

„ამათ თამაშზე რა გინდათ, ქუთაისელებო“, - მიმართავდა მორგოშია ფეხბურთის გულშემატკივრებს, საპირისპირო აზრის მქონე მაყურებლებს კი აგრესიულად პასუხობდა. 

„ქართული მარშის" აგრესია გურამ კაშიას მიერ ძალადობის წინააღმდეგ გაკეთებულმა ცისარტყელა სამკლავურმა გამოიწვია. 

კაშია ამბობს, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს, რომ სამკლავური გაიკეთა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ფინანსთა სამინისტრო: ტელეკომპანია კავკას ...

„დღეს, 23 ოქტომბერს შპს ტელეკომპანია კავკასის მიმართ, შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული გრაფიკით გათვალისწინებუ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

კახა კალაძე ჟურნალისტებს გაეხუმრა და „ფა ...

დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს ხუმრობით გამ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპ ...

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი Facebook-ზე წერს, რომ ტელეკომპანიის დავალიანებასთან დაკ ...
^