Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნოდია ჩხენკელზე: შთამბეჭდავი CV სულაც არ ნიშნავს, რომ ის კარგი მინისტრი იქნება

14 ნოემბერი, 2017 11:04

ახლად დანიშნული განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის CV ნამდვილად შთამბეჭდავია და არა მაქვს საფუძველი, მის კვალიფიკაციაში დავეჭვდე. ასევე ეჭვი არ შემაქვს, რომ ის კარგი და პატრიოტი ადამიანია. მაგრამ ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ ის კარგი მინისტრი იქნება, - ამის შესახებ განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ალექსანდრე ჯეჯელავას მთლად ასეთი ბიოგრაფია არ ჰქონია, მაგრამ საკუთარი პროფესიული წრეებიდან საკმაოდ მაღალი რეპუტაცია მოიტანა და თავის დროზე არც ამ რეპუტაციაში შემიტანია ეჭვი. მაშინაც იყო ენთუზიაზმი: აი, რა მაგარი მინისტრი გვეღირსა.

მინისტრი - ეს არის პოლიტიკური თანამდებობა. წარმატებულ მინისტრს სჭირდება: (1) დარგის განვითარების კარგი ხედვა, (2) პოლიტიკური უნარ-ჩვევები, რომ მთლიანად მმართველი გუნდი ამ ხედვის სისწორეში დაარწმუნოს და საამისოდ პოლიტიკური და ფინანსური რესურსები დაახარჯვინოს, და (3) მენეჯერის, ლიდერის უნარი, რომ ამ ხედვის საფუძველზე ცვლილებები ეფექტურად განახორციელოს. მისი ბიოგრაფიიდან არანაირად არ გამომდინარეობს, რომ შესაბამისი თვისებები აქვს. პრესტიჟული პუბლიკაციები ტექნიკურ დარგებში (ინფორმატიკის და ინჟინერიის დეკანი იყო გაუში) არანაირად არ მიანიშნებს, რომ მას აქვს მთლიანად განათლების სისტემის განვითარების ხედვა, ან რომ ეს ხედვა სწორია. ამის შესახებ საერთოდ არაფერი გაგვიგია.

ზოგადად, მე არ მწამს, რომ უნიათო მთავრობის შიგნით შეიძლება იყოს ცალკე აღებული კარგი მინისტრი, რომელიც სიტუაციას არსებითად შეცვლის. ცოტა უკეთესი ან ცოტა უარესი - კი, მაგრამ პოლიტიკა გუნდური სპორტია და ცალკეული მოთამაშე მხოლოდ გუნდის შემადგენლობაში და გუნდის წყალობით შეიძლება იყოს წარმატებული. ან ახალმა მოთამაშემ (ამ შემთხვევაში - ჩხენკელმა) ზოგადი ლიდერობა უნდა იკისროს, რომ მთლიანად გუნდის თამაში გარდაიქმნას - მაგრამ აქ სპორტის ანალოგია ვეღარ გამოგვადგება, ლიდერი თუ ლიდერები უკვე არსებობენ (ფორმალურიც და იმის თავზე არაფორმალურიც)", - წერს გია ნოდია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^