Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რომელი კომიტეტი არ იზიარებს მარტოხელა მშობლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას

14 ნოემბერი, 2017 19:36

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება განიხილა.

კანონპროექტი კომიტეტის წევრებს პარლამენტარმა ლევან გოგიჩაიშვილმა გააცნო. ის ამ თემაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა აღარ უნდა გახდეს. 

სამოქალქო კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი იქნება ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.

მოქმედი რედაქციის მიხედვით კი, მარტოხელა მშობლის სტატუსის დაკარგვის ერთ-ერთი საფუძველია სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა. 

ცვლილების საჭიროებას არ იზიარებს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მათი პოზიციაა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1226-ე მუხლი (მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები) მითითებას აკეთებს მამინაცვლისა და დედინაცვლის მიერ არასრულწლოვანი გერის მიმართ აღზრდის მოვალეობის ვალდებულებაზე, რის გამოც საკანონმდებლო ცვლილებას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ.

კანონპროექტის ავტორების თქმით, კანონპროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს მარტოხელა მშობლების საფინანსო და მატერიალურ მდგომარეობაზე, ვინაიდან ქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი მათ შეუნარჩუნდებათ ის შეღავათები, რომლებიც გაუუქმდებოდათ ასეთი რეგისტრაციის დროს. ასევე, აღუდგებათ შეღავათები იმ მშობლებს, რომლებსაც დღემდე გაუუქმდათ ეს შეღავათები ქორწინების რეგისტრაციის გამო.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიზანია, დაიცვას ბავშვთა უფლებები შიდაეროვნულ დონეზე. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, კერძოდ, „ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

„შესაბამისად, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პოზიტიური მიზანი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა და ამ მიზნის მიღწევა არ უნდა იყოს დამოკიდებული მესამე პირთა ამა თუ იმ სამართლებრივ მოქმედებაზე (სტატუსის მქონე მშობლის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა)."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^