Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა ჩოხაში გამოწყობილმა ფრიდონ ინჯიამ გახსნა

14 ნოემბერი, 2017 11:57

თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულოს სხდომა უხუცესმა დეპუტატმა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სიით არჩეულმა ფრიდონ ინჯიამ ჩოხაში გამოწყობილმა გახსნა. რის შემდეგაც საკრებულოში დეპუტატების უფლებამოსილება ცნეს.

თბილისის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, როგორც წესი, ირჩევს: საკრებულოს თავმჯდომარეს; საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს; საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს.

საკრებულოში სამი ფრაქციის ჩამოყალიბებას გეგმავს „ქართული ოცნების" სიით გასული 40 დეპუტატი - „ქართული ოცნება, „კონსერვატორები" და „მრეწველები". ასევე ფრაქციები ექნებათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" (5 დეპუტატი) და „ევროპული საქართველოს" (3 დეპუტატი). „პატრიოტთა ალიანიდან" არჩეული 2 დეპუტატი კი ფრაქციის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს, რადგან ამისთვის არანაკლებ საკრებულოს 3 წევრის გაერთიანებაა საჭირო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^