Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროპული საქართველოდან“ დარჩიაშვილმა და ავალიანმა საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს

14 ნოემბერი, 2017 13:05

პარტია „ევროპული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს სიის პირველმა ნომერმა, გიორგი გაბაშვილმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ საკრებულოს წევრობის უფლებამოსილება შეუწყდა დავით დარჩიაშვილსა და დავით ავალიანს, მათივე სურვილის საფუძველზე. 

გაბაშვილის თქმით, მათ ადგილს „ევროპული საქართველოს“ ის მაჟორიატარი კანდიდატები დაიკავებენ, ვინც საკუთარ საარჩევნო ოლქებში ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა. ამის გამო, დარჩიაშვილისა და ავალიანის ნაცვლად საკრებულოში დავით ჟღენტი და ელენე ოზაშვილი შევლენ.

დღეს, თვითმმართველობის ორგანოში გადასვლაზე უარი თქვა, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელიც თბილისის საკრებულოს არჩევნებში პარტიის პროპორციულ სიას სათავეში ედგა. მელიამ პარლამენტის წევრად დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საკრებულოში ნიკა მელიას ადგილს „ნაციონალური მოძრაობიდან" მარიკა დათუკიშვილი დაიკავებს. 

საკრებულოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა „ქართული ოცნების“ წევრს და საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს, რომელიც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^