Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბილ გეითსი ალცჰაიმერის დაავადების კვლევისთვის 50 მლნ დოლარს გამოყოფს

14 ნოემბერი, 2017 14:18

ბილ გეითსი ალცჰაიმერის დაავადების დასამარცხებლად კვლევისთვის 50 მლნ დოლარს გასცემს. 

CNN-ის ინფორმაციით, გეითსი გეგმავს, თანხა „დემენციის აღმოჩენის ფონდში" გადარიცხოს. ფონდი კვლევითი ცენტრია, რომელიც დაავადების გამომწვევ მიზეზებს იკვლევს. მკვლევრები ტვინის უჯრედების იმუნურ სისტემას აკვირდებიან. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა გეითსი ინვესტიციას არაგადამდები დაავადების წინააღმდეგ დებს. აქამდე იგი HIV-ის, მალარიისა და მსგავსი დაავადებების წინააღმდეგ გასცემდა ინვესტიციებს. 

„მჯერა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია. ნებისმიერი მკურნალობა დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა ვართ" - უთხრა გეითსმა CNN-ს.

ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმა და სიკვდილიანობის მეექვსე ყველაზე გავრცელებული მიზეზია აშშ-ში. ალცჰაიმერის დიაგნოზს აშშ-ში ყოველ 66 წამში სვამენ. ამ დაავადებით 5 მილიონი ამერიკელი ცხოვრობს, რომელთა მკურნალობა წელიწადში 259 მილიარდი ჯდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, 2050 წლამდე დაავადებულთა რაოდენობა 16 მლნ-მდე გაიზრდება  და წელიწადში მკურნალობის სახსრები 1 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^