Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახაბერ კუჭავა: გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე, ძლიერად

14 ნოემბერი, 2017 14:14

 გარემოს დაცვის სამინისტრო რომელიმე სხვა მიმართულებას არ უნდა ექვემდებარებოდეს - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ . მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე და ამის ვალდებულება ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით აქვს. 

„გარემოს დაცვის სამინისტრო რომელიმე სხვა მიმართულებას არ უნდა ექვემდებარებოდეს, უნდა იდგეს ცალკე, ძლიერად, ამის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული“,- თქვა კუჭავამ. 

მისი თქმით, ის ოპტიმიზაციას მიესალმება, მაგრამ მას კითხვები რჩება გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით, რადგან, მისი თქმით სამინისტრო უნდა გაძლიერდეს. 

„კონკრეტული ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაგვაჩნია, ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. ველოდებით მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რის შემდეგაც განვიხილავთ, რა მასშტაბის სტრუქტურული ცვლილებები იქნება გარემოს მიმართულებით. საერთოდ,  ოპტიმიზაციას მივესალმებით. კითხვა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით გვრჩება. გარემოს დაცვის სამინისტრო, პირიქით, უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა კუჭავამ. 

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი უერთდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. 

.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^