Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ტყემალაძე: ადამიანის უფლებებისა და იურიდიულ საკითხთა კომისიები გაერთიანდება

14 ნოემბერი, 2017 14:48

მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ახალმა თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ისაუბრა. „გვაქვს მოსაზრება და იგეგმება, რომ ადამიანის უფლებებისა და იურიდიულ საკითხთა კომისიები გაერთიანდეს, ურბანული დაგეგმარების კომისიას კი გამოეყოს ტრანსპორტის საკითხების კომისია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

ეს ცვლილებები მხოლოდ ფორმალური იქნება - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი, - რადგან ბიუჯეტის ოპტიმიზაცია ვერ მოხდება. „თბილისის ბიუჯეტს სჭირდება ის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯი, ვსაუბრობთ ერთი კომისიის გაერთიანებაზე და ამავდროულად, ერთი კომისია ხდება - ორი. ანუ ფაქტობრივად, არაფერი არ იცვლება ბიუროკრატიის მიმართულებით.“ - აღნიშნა ხაბეიშვილმა გიორგი ტყემალაძის ინიციატივის საპასუხოდ.

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე დღეს აირჩიეს. საკრებულოში მის კანიდიატურას 40 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა. თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან - გიორგი ახვლედიანი, მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე. საკრებულოს სხდომას სულ 45 წევრი ესწრებოდა. ოპოზიციური პარტიებიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ კი საკრებულოს ახალ თავმჯდომარესა და მოადგილეებს მხარი არ დაუჭირა. საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, გიორგი ტყემალაძემ თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ოპოზიციას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, საკრებულოს თანამდებობების ფორმირებაში მისი პარტია მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა თბილისის საკრებულოს მუშაობაში „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად ჩაერთვება. ისვე, როგორც „ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი გოკა გაბაშვილი. „ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ყველაფერში რაც არის თბილისისთვის მნიშვნელოვანი. რაც არის მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შესქმნელად, სოციალური საკითხების მოსაგვარებლად და ქალაქში იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც თბილისელებს აინტერესებთ.“ - უთხრა გოკა გაბაშვილმა „ლიბერალს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^