Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამაზ მეჭიაური: საახალწლო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი თანხა დახარჯული დამხვდა

14 ნოემბერი, 2017 16:03

თიანეთის ახალმა მერმა თამაზე მეჭიაურმა განაცხადა, რომ მას მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემა დახვდა. მათ შორის, წინასწარ ათვისებული თანხები, რომლებიც საახალწლო ღონისძიებებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. „სოციალური დახმარებებისთვის გათვალისწინებული თანხები მთლიანად ათვისებულია. ასევე პრაქტიკულად, დახარჯულია კულტურული ღონისძიებებისთვის, მათ შორის, საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო თანხები. ასევე, მთლიანად ათვისებულია წარმომადგენლობითი ხარჯები. ავტოტრანსპორტი კატასტროფულ მდგომარეობაშია და საექსპლუატაციოდ ფაქტობრივად, უვარგისია“, - განუცხადა თამაზ მეჭიაურმა „ინტერპრესნიუსს“.

თამაზ მეჭიაურის თქმით, ის მერიაში რეორგანიზაციას გეგმავს. მან მედიას და არასამთავრობო სექტორს თიანეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ცვლილებებში ჩართულობისკენ მოუწოდა. „ვაპირებ რეორგანიზაციის დაწყებას, რომელიც გულისხმობს სტრუქტურულ სრულყოფას და შემდეგ უკვე საკონსკურსო წესით დაკომპლექტებას. გუშინ მოვუწოდე მედიას და არასამთავრობო სექტორს, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და მიიღოს მონაწილეობა როგორც სტრუქტურის შედგენის, ასევე კონკურსის ჩატარების დროს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 იანვარი
16 იანვარი

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გა ...

შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში ჩაერთო სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებ ...
16 იანვარი
16 იანვარი

26 წლის მამაკაცს ოთხჯერ ესროლეს - დაჭრილ ...

მორიგი კრიმინალური შემთხვევა თბილისში - ნუცუბიძის ფერდობზე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან,  26 წლის ...
16 იანვარი
16 იანვარი

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრ ...

თბილისის მოსახლეობის ნაწილს  ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონი 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვ ...
^