Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროექტით, მსუბუქი ავტომანქანების ტექდათვალიერება შესაძლოა 1 იანვრიდან სავალდებულო აღარ იყოს

14 ნოემბერი, 2017 16:41

„საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონიდან იმ ნორმის ამოღება იგეგმება, რომლის მიხედვითაც, მსუბუქი ავტომობილების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონიდან იმ გარდამავალი დებულების ამოღება, რომელიც ზემოაღნიშნულ შინაარსს ითვალისწინებდა, განპირობებულია ტერმინის -  „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ შეცვლა ტერმინით - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“.

„ვინაიდან ცვლილებების შედეგად კანონი ტერმინს „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ აღარ გაითვალისწინებს, წარმოდგენილი პროექტით ხდება კანონის 62-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების ამოღება" - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

„საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის ამოღებასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, ადგენს:

„ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის სრული მასა 3 500 კგ-ს აღემატება, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლითაც გადაიზიდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთი, დაექვემდებაროს 2017 წლის 31 დეკემბრიდან". 

ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სალუქვაძე „ინტერპრესნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ  ცვლილება იმ გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლითაც 2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3 ტონა-ნახევარზე მეტი მასის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება. 

„აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დღესაც ექვემდებარებიან. მოგეხსენებათ, სწორედ ეს სატრანსპორტო საშუალებები ყველაზე მეტად აბინძურებენ ატმოსფერულ ჰაერს. ისინი ინსპექტირებას ისედაც ექვემდებარებიან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა გარკვეული ტიპის ხარვეზები აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, ამასთან იზრდება სტანდარტი და ხდება ევრორეგულაციებთან დაახლოება, მოხდება ტექნიკური ინსპექტირება განსხვავებული სტანდარტებით, სრული პარკის დაფარვა ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში განხორციელდება, დაიწერება მეთოდოლოგია, თუ ვის როდის მოუწევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა. ეს საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ქეთევან სალუქვაძემ. 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონში შესატანი ცვლილებების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

მთავრობის ნორმატიული აქტით, ასევე, მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნების დაწესება და მისი პერიოდულობის განსაზღვრაც. ცალკეული ჯგუფების ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის ზღვრულ თარიღებს დააწესებს მთავრობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

WNM შს მინისტრს: ვიმედოვნებთ, მმართველობ ...

„ვიმედოვნებთ, სამინისტროში მმართველობის ცვლილება არ შექმნის თუნდაც ტექნიკურ შეფერხებას და საბოლოოდ შევძლებთ პოზიცი ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ნუგზარ ჭონქაძე: უარვყოფ, რომ მე ვარ ჰომო ...

თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტე ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა. საკრებულოს წევრებმა მერის მოადგილეების პოსტზე ირაკლი ხმალაძე,& ...
^