Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ ჩხენკელი: ამ ეტაპზე სპორტის დეპარტამენტში კადრების შემცირება არ იგეგმება

14 ნოემბერი, 2017 18:12

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განათლების სამინისტროსთან მიერთებული სპორტის დეპარტამენტი ჯერჯერობით მთლიანი შემადგენლობით გააგრძელებს მის უწყებაში მუშაობას. „სპორტის დეპარტამენტი უკვე გადმოსულია ჩვენს სამინისტროში, მაგრამ კონკრეტულად მოგვიანებით მოგახსენებთ, როგორი იქნება ორგანიზაციული სტრუქტურა და როგორ შეერწყმება ეს დეპარტამენტი განათლების სამინისტროს. ამ ეტაპზე შემცირება არ მოხდება“, - თქვა ჩხენკელმა. განათლების მინისტრის თქმით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან მის უწყებაში ერთი დეპარტამენტი და ორი სსიპ გადავა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ ეტაპზე არ იგეგმება ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ შემოღებული მასწავლებლის განვითარების სქემის შეცვლაც. „ყველა წარმატებული რეფორმა გაგრძელდება. მასწავლებლების, რომლებიც ინკლუზიურ განათლებაში არიან ჩართულები, პროფესიული წინსვლისა და გადამზადების პროგრამას ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა.“

შეკითხვაზე, შეცვლის თუ არა მოადგილეებს, მიხეილ ჩხენკელმა უპასუხა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით განაცხადებს, „სავარაუდოდ, ეს დეტალური ინფორმაცია კვირის ბოლოსთვის გექნებათ“ - თქვა ჩხენკელმა.

დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასასრულს ჩხენკელმა თქვა, მასსა და მარიამ ჯაშს შორის ხედვების სრული თანხვედრაა. „ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ზოგადად პარლამენტს და კონკრეტულად ამ კომიტეტს შორის. მინდა გითხრათ, რომ ერთობლივი ძალებით მოხდება იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც დღეს განათლებისა და მეცნიერების სისტემაშია.“ - თქვა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

WNM შს მინისტრს: ვიმედოვნებთ, მმართველობ ...

„ვიმედოვნებთ, სამინისტროში მმართველობის ცვლილება არ შექმნის თუნდაც ტექნიკურ შეფერხებას და საბოლოოდ შევძლებთ პოზიცი ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ნუგზარ ჭონქაძე: უარვყოფ, რომ მე ვარ ჰომო ...

თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტე ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა. საკრებულოს წევრებმა მერის მოადგილეების პოსტზე ირაკლი ხმალაძე,& ...
^