Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაში: განვიხილეთ პროფესიული განათლების კუთხით შესამუშავებელი საკანონმდებლო ცვლილებები

14 ნოემბერი, 2017 18:23

დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათ თავიანთი თვალსაზრისი ერთმანეთს გააცნეს. 

„ჩვენ განვიხილეთ ის ძირითადი პრობლემები, რომელიც რჩება სკოლამდელი ასაკის სისტემაში. განვიხილეთ ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე საკითხები; განვიხილეთ პროფესიული განათლების კუთხით შესამუშავებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რისთვისაც ემზადება სამინისტრო და ამისთვის გადასადგმელი გვექნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. ასევე ვიმსჯელეთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაზე. როგორც თავად უაღრესად  გამოცდილი პედაგოგი და მეცნიერი, მას აქვს სწორედ ის ხედვა, რაც იქნება ჩვენი მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

მისივე თქმით, ისინი შეთანხმდნენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაზე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თვეში სულ მცირე ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^