Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული ონლაინმედია Freedom House-ის ანგარიშში

14 ნოემბერი, 2017 20:01

Freedom House-ის ინტერნეტისა და ონლაინმედიის თავისუფლების შესახებ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ონლაინმედია უფრო მრავალფეროვანი გახდა, თუმცა დოკუმენტში ნახსენებია Transparency International-ის ანგარიშიც: დომინირებს ონლაინმედიაგამოცემები, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიმართ მიკერძოებულნი არიან. ზოგიერთი მათგანი ხელისუფლებასთან გაფორმებული კონტრაქტების მეშვეობით ფინანსდება, ზოგიერთი კი რუსეთთან არის დაკავშირებული და გამოირჩევა ანტიდასავლური პოლიტიკით. 

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მხრიდან ონლაინკონტენტის სისტემური და რეპრესიული მანიპულაცია არ ხდება, ქართველი ინტერნეტმომხმარებლები, გარკვეული თვალსაზრისით, თვითცენზურას მაინც მიმართავენ. „მაგალითად, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საჯარო მოხელეები, ზოგიერთ შემთხვევაში მაღალჩინოსნების შიშით, ინტერნეტსივრცეში თვითცენზურას მიმართავენ.“

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შემოსავლის არაადეკვატურ წყაროებს დამატებული ტექნოლოგიური ცოდნის სიმცირე, ტრადიციული მედიაგამოცემების ინტერნეტსივრცეში გაფართოებას აფერხებს. დღესდღეობით პატარა მედიაგამოცემებისთვის რთულია რეკლამების მოზიდვა, კერძო სექტორი, აუდიტორიის სიმცირის გამო, ინტერნეტსივრცით სარეკლამოდ ნაკლებად ინტერესდება. 

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბლოგოსფერო შთამბეჭდავად გაიზარდა, მხოლოდ რამდენიმე ბლოგერის პოსტი ახდენს გავლენას პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ბოლო 3 წლის განმავლობაში ლგბტი აქტივისტები აქტიურად იყენებენ ინტერნეტს კოორდინაციისთვის, ინფორმაციის გასავრცელებლად და დისკრიმინაციის გასაპროტესტებლად. 

ინტერნეტის მომხმარებლების 26% აცხადებს, რომ ინტერნეტი მათი ძირითადი საინფორმაციო წყაროა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

WNM შს მინისტრს: ვიმედოვნებთ, მმართველობ ...

„ვიმედოვნებთ, სამინისტროში მმართველობის ცვლილება არ შექმნის თუნდაც ტექნიკურ შეფერხებას და საბოლოოდ შევძლებთ პოზიცი ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ნუგზარ ჭონქაძე: უარვყოფ, რომ მე ვარ ჰომო ...

თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტე ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა. საკრებულოს წევრებმა მერის მოადგილეების პოსტზე ირაკლი ხმალაძე,& ...
^