Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენის ანგარიში: ოკუპირებული აფხაზეთიდან მოსწავლეები ფაქტობრივად ვეღარ გადმოდიან

16 ნოემბერი, 2017 15:30

სახალხო დამცველმა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობის პრობლემებსა და გამოწვევებზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან ორი გადასასვლელის ჩაკეტვამ, ფაქტობრივად, შეწყვიტა მოსწავლეთა მიმოსვლა. ბავშვების მცირე ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში გადავიდა, უმეტესობა კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ნათესავებთან რჩება და მხოლოდ შაბათ-კვირას ბრუნდება სახლში, ოჯახის მოსანახულებლად.

ომბუდსმენის მიხედვით, 2015-2016 სასწავლო წელს ხურჩიდან გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში 5 მოსწავლე დადიოდა, 2016-2017 წლებში 4, ამ სასწავლოს წელს კი - არც ერთი. გალის რაიონის სოფელ ოტობაიიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში 15 მოსწავლე გადადიოდა 2015-2016 სასწავლო წლებში. 2016-2017 წლებში - 17, წელს კი, სავარაუდოდ, არც ერთი.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, თუ 2016 წელს ოკუპირებული ნაბაკევიდან სოფელ ხურჩაში საბავშვო ბაღის11 აღსაზრდელი ირიცხებოდა, 2017 წელს მათი რიცხვი ორამდე შემცირდა. არადა, ნაბაკევში საბავშვო ბაღი არ არის. ომბუდსმენის მიხედვით, მსგავსი სიტუაციაა სოფელ ორსანტიის საბავშვო ბაღშიც.

სახალხო დამცველი ანგარიშში წერს, რომ გალის რაიონში მცხოვრებ ბავშვებს გაცილებით გაურთულდათ პროექტებსა და ტრენინგებში ჩართვა. გადაადგილებისა და განვითარების ეს შეზღუდვები, ომბუდსმენის მიხედვით, ბავშვთა უფლებების დარღვევად უნდა შეფასდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^