Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები: ფრაქციის შექმნისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება გაუმართლებელია

16 ნოემბერი, 2017 15:34

არასამთავრობო ორგანიზაციები საია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და ISFED საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე -  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ განცხადებას ავრცელებს.   აღნიშნული კანონპროექტის ავტორები/ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე.

ორგანიზაციების განცხადების მიხედვით, გაუმართლებელია საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვება მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაყრდნობით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  სახელმწიფო დაფინანსების მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე პარტიების საქმიანობის ხელშეწყობაა.

„ცვლილებები ითვალისწინებს პარტიისთვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებას, თუ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრები შექმნიან საპარლამენტო ფრაქციას. განმარტებით ბარათში საუბარია, რომ კანონმდებლობა არც ერთ საარჩევნო სისტემას არ ანიჭებს უპირატესობას, შესაბამისად, გაუმართლებელია საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვება მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაყრდნობით.

მნიშვნელოვანია, ამთავითვე აღინიშნოს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული პრობლემები უკვე დიდი ხანია მსჯელობის საგანია. სახელმწიფო დაფინანსების გამოთვლის მოქმედი ფორმულის  ბუნდოვანი ბუნება ნათლად გამოჩნდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. რა დროსაც პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ” მიიღო 300 000 ლარი სახელმწიფო დაფინანსება ფრაქციის შექმნისთვის, მაშინ როდესაც ვერ გადალახა საჭირო 3%-იანი ბარიერი, დააგროვა ამომრჩეველთა ხმების 0.78% და პარლამენტში გაიყვანა მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი.

შესაბამისად, ერთმნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მოქმედი წესი საჭიროებს ცვლილებას. თუმცა, აღნიშნული სისტემური და პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილი ხედვის პირობებში უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება ზოგადად ფრაქციის შექმნისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას,  მიგვაჩნია, რომ საკითხის ამ სახით შემოთავაზება საფუძველშივე მცდარია. სახელმწიფო დაფინანსების მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე პარტიების საქმიანობის ხელშეწყობაა.

 შესაბამისად, მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის, რომლის ოპერაციული ხარჯი ისედაც ფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან, ამ სახის სარგებლის მიღება არ არის მიზანშეწონილი. განსაკუთრებით, იმ პირობებში თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონპროექტის ავტორთა/ინიციატორთა მხრიდან შესაძლოა იკვეთებოდეს საკითხისადმი ვიწრო პარტიული დაინტერესება.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პარლამენტი მხედველობაში მიიღებს ყველა ზემოთ დასახელებულ გარემოებას, მხარს არ დაუჭერს დასახელებულ ინიციატივას და ამავდროულად შექმნის სადისკუსიო სივრცეს პარტიების დაფინანსების არსებული წესის გასაუმჯობესებლად“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^